ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 20 მაისს განიხილავს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას 20 მაისს განიხილავს. საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.

ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მარტში წარუდგინა.

ამჟამად ინიციატივას ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი განიხილავს. კომიტეტის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადების მხარდაჭერის შემთხვევაში, საკითხს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. ამის შემდეგ საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

banner
წინა სტატიაშიკუდ-ის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ ჩვენება შეცვალა და წარდგენილ ბრალდებას აღარ აღიარებს
შემდეგი სტატია”თავისუფალმა დემოკრატებმა’’ ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს