25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ავიაკომპანიებს ირანის, ერაყისა და ლიბანის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

CNN-ის ინფორმაციით, ევროკავშირის საავიაციო სააგენტო ავიაკომპანიებს ირანის, ერაყისა და ლიბანის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

სააგენტოს განმარტებით, რეგიონში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, მითითებები ძალაშია 31 აგვისტომდე, „თუ უფრო ადრე არ გადაიხედება“.

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება მყიფეა და დაძაბულობა მაღალია.

EASA-ს განმარტებით, მისი გაფრთხილება ეფუძნება „მუდმივ მაღალ დაძაბულობას და შემდგომი სამხედრო მოქმედებების პოტენციალს“.

„არსებული ზავის დარღვევის შემთხვევაში, ირანის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, გარდაუვალი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირეზოლუციები ემსახურება იმას, რომ საქართველოს მხარემ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ისე საქართველოს მოქალაქეების წინაშე – ვიკა ფილფანი
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება