ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა

ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.

გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების კომიტეტების ხელმძღვანელები ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ, რომლებიც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

ევროპელი პოლიტიკოსები ქართული საზოგადოების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და არჩევნების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილები EU-ს ლიდერებს ტაშით შეხვდნენ. პარლამენტის წინ გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი ოპოზიციის აკრძალვაზე: ეს ის არის, რასაც ფაშიზმს ეძახიან
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ქართველი ხალხი თავისუფლებას არასდროს დათმობს