ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ, წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთი იყო – Eurointegration

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა ზამთარში გაზის მოხმარების ნებაყოფლობითი შემცირების თაობაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.

ეს არ იყო შეუძლებელი მისია! მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას გაზზე მოთხოვნის შემცირების შესახებ, საუბარია ზამთრის სეზონზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრმა კლოდ ტურმესმა აღნიშნა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკომისიის წინადადებას წინააღმდეგ წავიდა, ეს ლუქსემბურგი იყო.

„გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი და მნიშვნელოვანია უმრავლესობის ხმა“, – აღნიშნა ტურმესმა.

გეგმა მოიცავს სავალდებულო მიზნებს, რომ საგანგებო სიტუაციებში 15%-ით შემცირდეს ბუნებრივი აირის მოხმარება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება არ არის ის, რომელიც პოლიტიკოსებს შეეფერებათ