ევროკავშირის ქვეყანაში “რაც გინდა ის დაუძახე” ვერასდროს გახდება პრემიერი – ნაცვლიშვილი

“მინდვრის დედოფლის მოსავალს როგორი პირი უჩანს ამ ქვეყანაში? სხვა თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით, როგორც დაგდეს მაგ სკამზე, ისე გადაგდებენ ცოტა ხანში და ნათელია, რომ ეს ასე მოხდება. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირში საქართველოს შესვლას დღეს ეღობება ბიძინა ივანიშვილი და ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გადააგდოს ისტორიული განვითარების გზიდან. ევროკავშირის სახელმწიფოებს ჰყავს ზოგს ძალიან კარგი, ზოგს კარგი, ზოგს ცუდი პრემიერი, მაგრამ დღეს ძალიან ცხადი გახდა ჩემთვის, რატომ გაშინებთ თქვენ პერსონალურად რატომ გაშინებთ, რომ საქართველო ვაი და არ გახდეს ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ ევროკავშირის სახელმწიფოში, “რაც გინდა ის დაუძახე” ვერასდროს ვერ გახდება პრემიერი, ვერასდროს. აი ამიტომ გვჭირდება ევროკაშირი.” – მიმართა “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში მყოფ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

banner
წინა სტატიაშითქვენი ევროპელობა არ გაიშვას – ღუდუშაური
შემდეგი სტატიაკომისია შექმენით და იქაც მოუსმინეთ – კახიძე ოპოზიციას ღარიბაშვილზე