„ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად“- კარლ ერიავეცი

„ასოცირების დღის წესრიგის სრული და ეფექტიანი განხორციელება, თვალსაზრისით საქართველო ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში. ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად“,- განაცხადა სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ერიავეცმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციზე.
​კარლ ერიავეცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გაღებული მნიშვნელოვანი წვლილი და კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისა და მისწრაფებების მიმართ. სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობის მიღწევაში მაქსიმალურ თანადგომა აღუთქვა.

კარლ ერიავემცმა მიხეილ ჯანელიძე, მომავალ წელს, საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად სლოვენიაში მიიწვია. მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ მიხეილ ჯანელიძის სლოვენიაში ვიზიტის დროს დაიგეგმოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, სლოვენიის რესპუბლიკის ქართველ ხალხს ბათუმში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს “ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ღონისძიების ფარგლებში ეწვია. თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმი 28-29 ნოემბერს მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაში“მოქალაქეების ტოტალური კონტროლი”- მესამე სექტორი სუს-ის ახალ კანონპროექტზე
შემდეგი სტატიათბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანენ