ევროკავშირის მხარდაჭერით „უფლებები საქართველო“ კახეთში უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრს გახსნის

2022 წლის 7 ივნისს, 15:00 საათზე, თელავში (მის: არსენიშვილის ქ.№2), არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ სამართლებრივი დახმარების ცენტრს გახსნის, რომელიც კახეთში მცხოვრებ გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უფასოდ მოემსახურება.

სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ კვალიფიციური იურისტები ბენეფიციარებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ, ასევე განახორციელებენ მათ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.

სამართლებრივი დახმარების ცენტრს საზეიმოდ გახსნიან ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის ოფიცერი იურატე იუოდსნუკიტე, „უფლებები საქართველოს“ დირექტორი ლადო მკერვალიშვილმა და ASB საქართველოს პროგრამის მენეჯერი ზვიად მოდებაძე. ცენტრის გახსნას დაესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლოს, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

თელავში სამართლებრივი დახმარების ცენტრი იხსნება პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „უფლებები საქართველოს“ და კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით.

კახეთის გარდა, უახლოეს მომავალში სამართლებრივი დახმარების ცენტრები იმერეთსა და რაჭაშიც გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიქართული პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს – მეგრელიშვილი
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს