ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თემაზე “ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა” კონფერენცია მოეწყო.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)“ ფარგლებში” სასტუმრო “რედისონში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“.

კონფერენციას საქართველო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტები, კერძო მეწარმეები, ადგილობრივი თვითმმართველობების და ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია საქართველო-სომხეთს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების განხილვისა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას ემსახურება.

კამპანიის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც ურთიერთმოსაზღვრე რეგიონებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოსა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორების შესწავლა იყო.

კვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა ის კონკრეტული სექტორები, რომლებსაც განვითარების, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთში ბიზნესის კეთების თაობაზე შედგენილი პრაქტიკული სახელმძღვანელოსა და ბიზნეს-კატალოგის პრეზენტაცია, რომელთა გამოცემაც სწორედ საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი : “საზღვარზე ავაშენებთ დიდ კედელს არალეგალური ემიგრაციის შესაჩერებლად”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა