ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ რუსი მილიარდერების, მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ფრიდმანი და ავენი რუსული „ალფა ბანკის“ დამფუძნებლები და აქციონერები არიან.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ საწყის აქტებში მოყვანილი არცერთი მიზეზი არ არის საკმარისად დასაბუთებული და შესაბამისად ბატონი ავენისა და ბატნი ფრიდმანის შეყვანა სიებში, რომლებიც დავის საგანს წარმოადგენს, არ იყო გამართლებული“, – ნათქვამია ლუქსემბურგში მდებარე სასამართლოს განცხადებაში.
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მათ სანქციები 2022 წლის თებერვლის ბოლოს დაუწესეს. 2023 წლის აგვისტოში ისინი სასანქციო სიაში აშშ-მაც შეიყვანა. 2022 წლის მაისში ავენმა და ფრიდმანმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სასამართლოში გაასაჩივრეს.