ევროკავშირის ლიდერებმა შეაჩერეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რუსული კანონი აშკარა უკან გადადგმული ნაბიჯია – ჰერჩინსკი

თბილისში დღეს გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”.

ღონისძიება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა, რომელმაც მანამდე მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა, ახლა კი შედეგების დროა.

ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა, გარდა ამისა, მოლაპარაკებების გახსნა ამ დროისთვის გაურკვეველი ვადითაა გადადებული.

“27 ივნისს, ზუსტად 10 დღის წინ, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული განრიგი მომდევნო პერიოდისთვის, ასევე შეათანხმეს ევროკავშირის ახალი ლიდერების ვინაობა, ასევე გაიმეორეს მტკიცე ერთგულება უკრაინის დაცვისადმი და გარდა ამისა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, მათ შეაჩერეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში. ეს მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული ევროპული საბჭოს დასკვნაში. იქ სულ რამდენიმე პარაგრაფია და ყურადღებით შეგიძლიათ წაიკითხოთ. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არის აშკარა უკან გადადგმული ნაბიჯი”, – თქვა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – გულწრფელად ვიმედოვნებ, საქართველო ევროკავშირის გაფართოების შემდეგი დიდი ტალღის ნაწილი იქნება
შემდეგი სტატიავაშინგტონში დღეს ნატო-ს სამიტი იწყება