“ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვასთან დაკავშირებით.

„ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.

კოშტას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის.

ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე, უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.

banner
წინა სტატიაშირუსული მხარის შეტევამ ოდესაში მდებარე პორტებში თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დააზიანა
შემდეგი სტატია“გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენება რთული ამოცანაა” – ბელგიის პრემიერი