ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს მართავენ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს მართავენ. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები უკრაინაში შექმნილ ვითარებას და რუსული აგრესიის პირობებში ბლოკის დახმარების გზებს განიხილავენ.

ლიდერები შეაფასებენ ევროკომისიის უახლეს წინადადებას უკრაინისთვის დამატებითი 9 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ. სამიტზე უთანხმოების საკითხია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის პრეზიდენტ, შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილში უარი თქვა ნავთობის ემბარგოს განხილვაზე. ორბანის თქმით, უნგრეთს არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს ბლოკის სანქციების პაკეტს, თუ არ ექნება მეტი დეტალი მისი ქვეყნისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ, რათა შეცვალოს რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება.

ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ თავდაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ძმები – კაკულიები დააკავეს
შემდეგი სტატიაეს ის საკითხია, რომელსაც აუცილებლად დავაკვირდებით – ჰარცელი გვარამიას დაკავებაზე