ევროკავშირის ლიდერები თურქეთს “აზრზე მოსვლისკენ” მოუწოდებენ

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ანკარას წინააღმდეგ მკაცრი კრიტიკით გამოვიდა – თურქეთის პრეზიდენტი მათი გადაწყვეტილებით, ევროპის ქვეყნებში აგიტაციის საშუალება არ მიეცათ,, აღშფოთებულია.
ევროპაში დაგეგმილი შეხვედრები თურქეთში 16 აპრილს ჩასატარებელი რეფერენდუმის სააგიტაციოდ იყო მიმართული, სადაც ქვეყნის მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს გაფართოვდება თუ არა პრეზიდენტის უფლებამოსილება თურქეთში.

ნიდერლანდების პრემიერმა ერდოღანის განცხადებებს გერმანიისა და ჰოლანდიის მისამართით იმის შესახებ, რომ ისინი “ფაშიზმის ნარჩენები არიან”, “მიუღებელი” უწოდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ზიგმარ გაბრიელმა იმედი გამოთქვა, რომ “თურქეთი გონს მოვა”. დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა თურქ კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო და განაცხადა, რომ თურქეთში დემოკრატიული ღირებულებები საფრთხის ქვეშ არის.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის და ნიდერლანდების მთავრობებმა თურქ მინისტრებს საკუთარ ტერიტორიებზე სააგიტაციო შეხვედრების ჩატარების უფლება არ მისცა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა აფხაზეთსა და სომხეთში ჯარების საომარი მზაობის შემოწმებები დაიწყო
შემდეგი სტატიასუს-ის თანამშრომლის ოჯახში ადასტურებენ, რომ ბათუმში დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა, ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება გამხდარიყო