ევროკავშირის კორუფციასთან ბრძოლის ახალმა პროკურატურამ მუშაობა დაიწყო

ევროკავშირის კორუფციასთან ბრძოლის ახალმა პროკურატურამ მუშაობა დაიწყო

ევროკავშირის ახალი პროკუარტურა (EPPO), რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გამოიძიებს, 1 ივნისიდან მუშაობას შეუდგა.
“პროკურატურის პირველი ეროვნებათმიღმა სამსახური ევროკავშირის გადასახადის გადამხდელთა ფულის დასაცავად საკუთარ მუშაობას იწყებს, ის კომპეტენტური იქნება გამოიძიოს და ძიებაში მისცეს როგორც ფულის გათეთრებასთან, ასევე, კორუფციასა და თაღლითობებთან დაკავშირებული დანაშაულები” – ევროკომისიაში განაცხადეს.
ევროკავშირის ამ პირველ ორგანოს, ასევე, შეუძლია გამოიძიოს და ძიებაში მისცეს სხვა არაკანონიერი მოქმედებაც, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით დარღვევებს ეხება.

EPPO გამოძიებას ევროკომისიისგან და ევროკავშირის სხვა ორგანოებისგან, ასევე, წევრი-ქვეყნებისგან დამოუკიდებლად ჩაატარებს.

სავარაუდოდ, პროკურატურა წელიწადში 3 ათას საქმეს გამოიძიებს.

პროკურატურას რუმინელი ლაურა კიშევა ხელმძღვანელობს და მისი სათავო ოფისი ლუქსემბურგშია, რომელიც ყოველი წევრი ქვეყნის ერთი ევროპელი პროკურორისგან შედგება.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ბარ-რესტორნები კლიენტებს შენობაში იღებენ
შემდეგი სტატიალავროვი: ნატოს რუსეთთან დაკავშირებით ბოროტი განზრახვები აქვს