ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება – მეცოლა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყების წინ ბრიუსელში განაცხადა.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას.

ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ უპასუხა კითხვარს სინათლის სიჩქარით და სწორედ ამ სიჩქარით ველოდებით ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებს. ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ჩვენი ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში. მე მაქვს სრული მანდატი ამის სათქმელად“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ.

banner
წინა სტატიაშიდიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და 2022 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა
შემდეგი სტატიავიმედოვნებ, სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ, ასევე გვსურს ფინანსების მობილიზება უკრაინისთვის – მიშელი