ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარი ანტიდეპრესანტული აბი – ალბანეთის პრემიერ-მინისტრი

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ერთგვარი ანტიდეპრესანტული აბი. ამის შესახებ მან France24-თან ინტერვიუში განაცხადა.

ედი რამას თქმით, ალბანეთს აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2014 წლიდან, თუმცა „მიზეზი არ არის ის, რომ ალბანეთმა მიაღწია ნელ პროგრესს ევროკავშირისკენ, არამედ ის, რომ ევროკავშირმა ძალიან შეანელა საკუთარი მომავლისკენ სვლა“.

ალბანეთის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ის იმედგაცრუებულია ევროკავშირის მიერ „ალბანეთისთვის და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო“.

banner
წინა სტატიაშიამერიკის მთელი ისტორია არის სისხლიანი განადგურების ომები, რაც აშშ-ის პოლიტიკის ხელწერად იქცა – მედვედევი
შემდეგი სტატია“სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ის არის ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი – ვაშაძე