ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ მხარი დაუჭირა ვიზალიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას

evropa da saqartveloევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ მხარი დაუჭირა ვიზალიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას. მექანიზმი უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამქოვეყნებულ განცახდებაშია ნათქვამი, ინიციტივის თანახმად, გაფართოვდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, უვიზო რეჟიმი შესაძლოა, შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა უარს იტყვის რეადმისიის ფარგლებში თანამშრომობაზე, ასევე თუ წევრი ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წინაშე რისკები გაიზრდება.

მექანზმის გამარტივა ითვალისწინებს ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების ამოქმედების ვადის ექვსიდან ორ თვემდე შემცირებას. უვიზო რეჟიმის შეთანხმება შეიძლება, შეჩერდეს ექვსი თვის ვადით წევრი ქვეყნისა ან ევროკომისიის მოთხოვნით.

ამას გარდა, ინიციტივა მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყნებმა, რომლებიც სარგებლობენ უვიზო რეჟიმით, ასრულებენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც მათ სავიზო რეჟიმი გაუუქმდათ.

როგორც ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, ამჟამად არსებული რეგულაციით, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი რთული პროცედურაა. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივების საკითხი დღის წესრიგში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემდეგ დადგა. მექანიზმის გამარტივების ინიციტივასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მარტვილის კანიონთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხურჩაში გუშინ მომხდარ ინციდენტს ამაზრზენს უწოდებს