ევროკავშირის ჰიმნით გაიხსნა დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომა. ის დეპუტატებიც კი, ვინც უკვე წლებია ანტიდასავლური კამპანიის ლიდერები არიან, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საყოველთაო ზეიმში ჩაერთვნენ. განსაკუთრებით “ქართული ოცნების” რადიკალურ ფრთად ცნობილი “ხალხის ძალა” აქტიურობდა. მმართველმა პარტიამ კი სხდომათა დარბაზის გაფორმებითაც კი სცადა პოლიტიკური ცინიზმის გამოვლენა და კანდიდატის სტატუსის საკუთრი თავისთვის მიწერა – საქართველოს და ევროკავშირის დროშები დარბაზში მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლების მაგიდებზე იდგა, ოპოზიციის რიგები ცარიელი იყო.