„ევროკავშირის გადაწყვეტილება საბოლოო არაა, ეს არის ტყუილი, ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა დეოლიგარქიზაცია“ – აკაკი ბობოხიძე

„ეს სამეული სწორედ მსგავსი განცხადებების გასაკეთებლად გავიდა „ქართული ოცნებიდან.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატთა სამეულის განცხადებას

მისი თქმით, განცხადება, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საბოლოოა, ეს არის ტყუილი, არასდროს არაა გადაწყვეტილება საბოლოო, არც უარყოფითი და არც დადებითი.

„ყველაფერი დამოკიდებული არის ქართველ ხალხზე, შეძლებს, თუ არა ქართველი ხალხი მთავარი ამოცანის, მთავარი მოთხოვნის შესრულებას, მოახდინოს დეოლიგარქიზაცია და მოაშოროს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მთელი თავისი არსით არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური და ანტირეფორმისტული.“ – განაცადა აკაკი ბობოხიძემ

banner
წინა სტატიაშინანა ტოხვაძე: სტუდენტებს თემებში ხვდებათ ისეთი საკითხები, რომელიც “ოცნების” პოლიტიკურ მესიჯბოქსზეა აწყობილი
შემდეგი სტატიაჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვულოცავთ დღევანდელ დღეს – კობახიძე