საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა. ინფორმაციას ადასტურებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
როგორც წარმომადგენლობაში განმარტავენ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა არ მიუღია.
პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ელჩის 4-წლიანი მანდატი 2026 წლის სექტემბერში ეწურებოდა, ის ქვეყანაში თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 2022 წლის სექტემბერში შეუდგა.
















