ევროკავშირის ელჩმა რუსეთში ყირიმის შესახებ ვენეტოს რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა

ევროკავშირის ელჩმა რუსეთში ყირიმის შესახებ ვენეტოს რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა

ევროკავშირის ელჩმა რუსეთში  ყირიმის შესახებ ვენეტოს რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთაიტალიის მხარე ვენეტოს საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ყირიმის მიმდინარე სტატუსის იურიდიულ აღიარებას და ასევე რუსეთისათვის უკრაინის კონფლიქტის გამო დაწესებული სანქციების მოხსნას ეხება, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა რუსეთში ვიგაუდას უშაცკასმა.
“ერთი მხრივ, რუსეთსა და ევროკავშირში ვერავინ გრძნობს თავს კომფორტულად, როცა მეზობელს სანქციებს უწესებენ, მეორე მხრივ, იმაზე, რაც თქვით: რეზოლუცია ვენეციასა და ადრე – საფრანგეთის პარლამენტში – სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და აუცილებელი არ არის მათი შესრულება” – განაცხადა უშაცკასმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩრდილოეთ იტალიის ვენეტოს მხარის საბჭომ, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც იტალიის ეროვნულ მთავრობას მოუწოდებს ყირიმის მიმდინარე სტატუსი აღიაროს. დოკუმენტში ასევე საუბარია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გაუქმებაზე, რომელიც რუსეთს უკრაინის კრიზისის გამო დაეკისრა.
როგორც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ლუჩანო სანდონმა განაცხადა, ამ რეზოლუციას გააჩნია არა მხოლოდ რეალური იურიდიული დოკუმენტის ძალა, არამედ, ასევე ატარებს ღრმა პოლიტიკურ ხასიათს: “ეს იტალიის ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონის პოზიციის გამოხატვაა, როგორიც ვენეტოა”- განაცხადა სანდონმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის მხარე ვენეტოს საბჭომ ყირიმის მიმდინარე სტატუსი აღიარა
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს “დელტას” ხელმძღვანელის გათავისუფლების დეტალებზე საუბარი მოუწევს