ევროკავშირის ელჩის მოადილე: დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ტექსტის საბოლოო ვარიანტზე დღეს ევროპარლამენტის, ევროპის კავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები უნდა შეჯერდნენ.

აღნიშნულ თემაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადილე კარლო ნატალე საუბრობს და იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

“ჩვენ ველოდებით ახალ ამბებს ბრიუსელიდან, სადაც დღეს შეხვედრაა დანიშნული. გასულ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როცა პარლამენტი, საბჭო და ევროპის კომისია შეთანხმდნენ ახალ სისტემაზე, რომელიც საქართველოსთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა უვიზო მიმოსვლის პროცესისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი”, – აცხადებს კარლო ნატალე.

ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ ვარიანტს ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) გასულ კვირას დაუჭირა მხარი.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების მექანიზმის“ შეთანხმებული რეგულაციის განხილვა ხვალისთვის არის დანიშნული, ხოლო კენჭისყრა 15 დეკემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„მაია რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო“ – „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს დღეს საავადმყოფოში გადაიყვანენ
შემდეგი სტატიაპირველი ლედი გაერო-ს ბავშვთა ფონდის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო