ევროკავშირის ელჩი: ვერანაირი სახის ძალადობას ვერ მივესალმებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ ძალადობას გმობს.

ამის შესახებ მან 7 იანვარს, რესტორან Dining Rooms-ში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

„ამ ინციდენტის შესახებ მსმენია. ვერანაირი სახის ძალადობას ვერ მივესალმებით, მაგრამ უფრო ღრმად და კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, რადგან ამ საქმის შესახებ არაფერი ვიცი“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

რესტორან „დაინინგ რუმსში“ 7 იანვარს, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით რატი გაჩეჩილაძე დააკავეს, რომელსაც ბრალს დღეს წარუდგენენ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმას აშშ-ს ელჩი ეხმაურება
შემდეგი სტატიამარგველაშვილი: გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემის გადაწყვეტამდე მიგვიყვანს