ევროკავშირის ელჩი საოკუპაციო ხაზთან ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნას ითხოვს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების განცხადებას იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

კარლ ჰარცელის განცხადებით, საუკუპაციო რეჟიმის მიერ გადასასვლელების დაკეტვა ადგილობრივ მოსახლეობას აზიანებს.

“გამშვები პუნქტების პრობლემა ისევ რჩება. მე პირადად მოვუწოდე გახსნან ისინი, მოწოდება არამხოლოდ მე, არამედ საერთაშორისო საზოგადეობამაც არაერთხელ გააკეთა. საკითხი ნათელია, ვაგრძელებთ ზეწოლას, ეს არის ერთადერთი გამოსავალა,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრეს შემდეგ, ახალი სამიზნე მეუფე გრიგოლია – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს აფრთხილებენ
შემდეგი სტატიამაია მიმინოშვილი, ბადრი მაისურაძე თუ ირინა აბულაძე – ვინ დაიკავებს განათლების მინისტრის პოსტს