21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ევროკავშირის ელჩი: ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემზე გაკეთებულ განცხადებებს პერსონალურად არ ვიღებ

“საქართველოში ჩემი მუშაობის პირველი დღიდან ჩემი პოლიტიკაა, რომ არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემზე გაკეთებულ განცხადებებზე. მე ამას პერსონალურად არ ვიღებ. მე მაქვს დიდი პრივილეგია წარმოვადგენდე ევროკავშირს საქართველოში. ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო”,_ განაცხადა ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე.

კობახიძემ დღეს თქვა: “როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას აწყობენ ელჩები, კონკრეტული ელჩი ამ შემთხვევაში, ასეთ დროს მთავრობა არის ან მიწეული, ან არ მონაწილეობს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე… ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება”.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: როგორც 4 ოქტომბერს ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება
შემდეგი სტატია“ოცნების” წევრები ევროპის დღის ღონისძიებაზე არ მივიდნენ