ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ანა დოლიძეს ხვდება

ამ წუთებში საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერს, ანა დოლიძეს ხვდება. ჰარცელის თქმით, დიდი ხანია დოლიძესთან არ უსაუბრია და საინტერესოა მისი შეფასებები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე მისი სამომავლო გეგმები.

“შეხვედრა მექნება ანა დოლიძესთან, ჩვენ დიდი ხანია არ შევხვედრილვართ და ჩემთვის საინტერესო იქნება მისი მოსაზრებების მოსმენა მისი პარტიისა და ზოგადად პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. ეს რიგითი სამუშაო შეხვედრაა, ამასთანავე იმის საშუალებაც მექნება, რომ მივულოცო შვილის დაბადება”, – თქვა კარლ ჰარცელმა

აპირებს თუ არა კალ ჰარცელი შეხვედრას ოპოზიციის სხვა ლიდერებთანაც, ეს ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა
შემდეგი სტატიასაიამ სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგები წარადგინა