საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, იმ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, ევროპის საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტად იქცევა.
“არ მინდა ისეთ რამეზე სპეკულირება, რაც ჯერ არ მომხდარა. დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს.
ევროკომისიის სპიკერმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა ევროკომისიის პოზიცია. ევროკომისარმა კოსმა მისი პრესკონფერენციის დროს ძალიან ნათლად თქვა: “საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელით მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძველს”.
ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო, რომ როდესაც ევროპის საბჭოს ყველა წევს უყურებ, და საქართველოს ერთ-ერთია მათგან, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში,” – განაცხადა ჰერჩინსკიმ















