ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს – ერმაკი

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან ოქროს იმპორტის აკრძალვასა და სბერბანკის აქტივების გაყინვას მოიცავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტი სანქციების სიაში 50-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას ითვალისწინებს.

“ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი მოიწონეს. რუსული ოქროს იმპორტი აიკრძალება, ხოლო სბერბანკის აქტივები გაიყინება… ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას გაზის ემბარგოზე, რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებაზე და ნავთობის ფასის შეზღუდვაზე”, – ამბობს ერმაკი.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – ჩვენ საქართველოში არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, პირიქით, გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე
შემდეგი სტატიასვენ მიქსერი – დეოლიგარქიზაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი