ევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მხარი დაუჭირეს. აღნიშნული პაკეტის თანახმად, სანქციები რუსულ ნავთობს ნაწილობრივ შეეხება და რუსეთის უმსხვილესი ბანკი, „სბერბანკი“ საერთაშორისო პლატფორმა „სვიფტიდან“ გაითიშება.

„როიტერის“ ინფორმაციით, შეთანხმება საბოლოოდ შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 26 ქვეყანა შეთანხმდა, რომ შემოთავაზებული „შავი სიიდან“ ამოეღოთ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური და კრემლის ახლო მოკავშირე, პატრიარქი კირილი.

სანქციების სიიდან რუსეთის პატრიარქის ამოღებას უნგრეთი ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესდა
შემდეგი სტატიაისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია