ევროკავშირის ამ მოხსენებაში ძალიან კარგად ჩანს , რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ზუსტად აცნობიერებენ იმას, თუ რა არის გამოსავალი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან – კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ევროკავშირის ანგარიშს ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ამ მოხსენებაში კარგად ჩანს, რომ ევროპელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ იმას, თუ რა არის გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება, რომელიც განმუხტავს ამ კრიზისს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც მოიცავს პოლიპატიმრების საკითხს, საარჩევნო რეფორმას და ახალ არჩევნებს, იქნება ერთადერთი სწორი გზა, რომელიც განმუხტავს ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიზისს.
„ევროკავშირის ამ მოხსენებაში ძალიან კარგად ჩანს ის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ზუსტად აცნობიერებენ იმას, თუ რა არის გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომ უნდა მოხდეს დიდი შეთანხმება, რომელიც ამ კრიზისს განმუხტავს. ეს არის სწორედ ის, რაზეც ევროპული საქართველო და სხვა ოპოზიციური პარტიები მივუთითებთ და მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, რომ ნაბიჯები გადმოდგას.
დიდი შეთანხმება, რომელიც მოიცავს პოლიტიკური პატიმრების საკითხს, რომელიც მოიცავს საარჩევნო რეფორმას და რაც მთავარია, რომელიც მოიცავს ახალ არჩევნებზე შეთანხმებას, იქნება ერთადერთი სწორი გზა, რომელიც განმუხტავს ამ ძალიან მძიმე კრიზისს.“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას მიერ გირაოს გადაუხდელობით ოპოზიცია საპროტესტო აქციების აგორებას თუ აპირებს, ეს წარუმატებელი იქნება
შემდეგი სტატიამთელი ოპოზიციური სპექტრისგან, საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვას და განახლებას, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს პარტიაში მიმდინარე ცვლილებებზე – ბაქრაძე