ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღებას აპირებს

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღება გადაწყვიტა. ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური გამოცემები ავრცელებენ.

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრაზე საქართველო, კანადა და ტუნისი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, რომელთაც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ შენგენის ზონაში შესვლა, გადაწყვეტილების მიზეზი კი ინფიცირების შემთხვევების გაზრდილი რაოდენობაა.

გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლოს მოვა სისრულეში, სანამ რომელიმე წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მას არ გაასაჩივრებს.

სია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, რეკომენდაციის მიუხედავად, უცხოელ ტურისტებზე შეზღუდვებს არ აწესებს.

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დამძიმდა. ახალი შემთხვევების ყოველდღიურმა რაოდენობამ 1 000 – ს გადააჭარბა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის შედეგად კი 14 ინფიცირებული გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა.

fb

banner
წინა სტატიაშიდმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ინციდენტი მოხდა- არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაბოკერია: მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია, ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა დაქირავებულმა პროპუტინურმა ჯგუფებმა შეძლება იკადრონ