ევროკავშირი უსამართლოდ რუსეთის დადანაშაულებას ცდილობს – ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე

ევროკავშირი პოლიტიზებული და მცდარი შეფასებებით სარგებლობს. ამის შესახებ 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ჩვენს გაოცებას იწვევს ევროკავშირის ეს პოზიცია. მასში იგნორირებულია ზუსტი ფაქტები და ოსური მხარის განმარტებები. ბრიუსელი უაპელაციოდ ცდილობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისროს. ეს არის ცალმხრივი, პოლიტიზებული, მცდარი შეფასებები. ის ევროკავშირის ანგაჟირებასა და მიკერძოებულ დამოუკიდებულებაზე მიუთითებს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთს წარმომადგენელი არ ეყოლება
შემდეგი სტატიაგამახარა პრემიერის განცხადებამ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო – სალომე ზურაბიშვილი