ევროკავშირი უნგრეთის პოზიციის გამო რუსეთის ფედერაციიდან ნავთობზე ემბარგოს გადადების შესაძლებლობას განიხილავს – Bloomberg

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ აუცილებელია განიხილოს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადადების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი მას მხარს არ დაუჭერს,-ამის შესახებ Bloomberg ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა ამბობს, რომ შესაძლოა დროა განიხილონ რუსული ნავთობის აკრძალვის (იმპორტის) ინიციატივის გადადება, რათა გააგრძელონ მუშაობა შემოთავაზებული სანქციების პაკეტის სხვა ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ კავშირი ვერ დაარწმუნებს უნგრეთს ემბარგოს მხარდაჭერაში.

სააგენტოს წყაროების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ნავთობზე ემბარგოს გადადების იდეა “მხარდაჭერას იძენს”,თუმცა  ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ სანქციების მომავალი პაკეტიდან რუსული ნავთობის აკრძალვის მოხსნა სისუსტის ნიშანი იქნება.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი  მხარს არ დაუჭერს  რუსეთეის პატრიარქის ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანას
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის აშკარაა