ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერები 13 ოქტომბერს გახსნას.
ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის ევროპის საკითხებში მინისტრი ტომას ბირნი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„‘მონტენეგროს ორშაბათს’ კიდევ ერთი ‘სუპერ სამშაბათი’ მოჰყვება ალბანეთისთვის, მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის. შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა: გაიხსნას მე-2 და მე-3 კლასტერები უკრაინისა და მოლდოვისთვის; დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] 3 ქვეთავი მონტენეგროსთვის (17, 18 და 19); დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] მე-20 ქვეთავი ალბანეთისთვის“, — წერს ბირნი.


















