21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მრეწველობისთვის 343 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინას, გარანტიებისა და გრანტების ფორმით, 343 მილიონ ევროს გადასცემს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთანხმებები ევროკომისიამ, უკრაინის თავდაცვის უწყებამ და საფრანგეთისა და ფინეთის მთავრობებმა გდანსკში, უკრაინის აღდგენის კონფერენციის (URC 2026) ფარგლებში გააფორმეს.

პროექტის მიზანი ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებისა და თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში სამრეწველო პოტენციალის გაფართოებაა.

„მოსალოდნელია, რომ ახალი ინსტრუმენტები უკრაინას საშუალებას მისცემს მიიზიდოს 700 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების, სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსების წარმოებაში, საავიაციო მრეწველობაში, მოწინავე სანავიგაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“, — ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

საფრანგეთთან და ფინეთთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უკრაინული თავდაცვითი ტექნოლოგიების განვითარებასა და სტრატეგიული დარგების გაძლიერებას.

banner
წინა სტატიაშიAlgorithmWatch: საქართველოს მთავრობამ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეიძინა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიას ექიმები პენიტენციური სამსახურის დირექტორს ხვდებიან — ოპოზიცია პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს