ევროკავშირი უკრაინას 500 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 500 მლნ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, ეს თანხები უკრაინისთვის იარაღის და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას მოხმარდება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს საკითხი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უკვე შეათანხმეს.

ამის შემდეგ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ოდენობა 2,5 მლრდ ევრომდე გაიზარდა. „ევროპა თავისი ფასეულობების და მშვიდობის დაცვის უზრუნველსაყოფად მოქმედებს. მივესალმები ევროპულის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ“- დაწერა მიშელმა ტვიტერში.

უკრაინისთვის დახმარების პირველი პაკეტი ევროკავშირმა ჯერ კიდევ თებერვალში დაამტკიცა. ეს თანხები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის, ასევე დაცვის ინდივიდუალური საშუალებების, სამედიცინო საშუალებების და საწვავის შესაძენად გამოიყენება.

banner
წინა სტატიაშიიარაღი უკრაინისთვის, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის პასუხისმგებლობა არის გზა ევროპაში მშვიდობის აღსადგენად – კულება
შემდეგი სტატიარუსებმა საკუთარი გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34 ჩამოაგდეს – უკრაინული მედია