ევროკავშირი – უკრაინა დემოკრატიაა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი – არა

უკრაინა დემოკრატიაა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რუსეთი კი – არა, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირი დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც მან ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.

ევროკავშირის წარმომადგენლის, შტეფან დე კერსმაკერის თქმით, ევროკავშირს აქვს „პირდაპირი და მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“.

მისი თქმით, „პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურად აირჩიეს თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში“.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი კელოგისთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაინწრას სათავეში მეწყერი ჩამოწვა, – ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბურდული, ავრცელებს