ევროკავშირი უერთდება აშშ-ს მოწოდებას, კოვიდ-19-ის წარმოშობის დადგენის შესახებ

კორონავირუსის ინდური ვარიანტი

ევროკავშირი უერთდება აშშ-ს მოწოდებას კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ახალი გამოძიება დაიწყონ – “პოლიტიკო” წერს. “ამ საკითხში სრული გამჭვირვალობაა საჭირო, რომ გაკვეთლად გვქონდეს. ამიტომაც, ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ სიმართლის დასადგენად. მსოფლიოს უფლება აქვს იცოდეს, რა მოხდა, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ” – ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიტანეთში “დიდი შვიდეულის” სამიტზე გამგზავრებამდე თქვა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა. “ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ წარმოიქნა ეს პანდემია, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სწორი მიგდომები შევიმუშავოთ, რომ მსგავსი არ განმეორდეს მომავალში. გამომმძიებლებს ყველა საჭირო ინფორმაციამდე წვდომა უნდა ჰქონდეთ, რომ პანდემიიის რეალური წყარო დაადგინონ” – თქვა მან.

სავარაუდოდ, შვიდეულის წევრი ქვეყნები – აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრიტანეთი და იაპონია სამიტის შედეგების შესახებ კომუნიკატში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ახალი გამოძიების მოწოდებას გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი – ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ლიეტუვის სახით გვყავს კარგი მეგობარი
შემდეგი სტატიანაუსედა – საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას