25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას განიხილავს

ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას განიხილავს.

ინფორმაციას Politico ავრცელებს და წერს, რომ ეს საკითხი ანკარაში საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ვიზიტის დროს წამოიჭრა.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკებებში, ასევე, გაფართოების, შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკავშირის კომისრები, მარტა კოსი და მაგნუს ბრუნერი მონაწილეობდნენ. მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად რჩებოდა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიას ექიმი: კონსილიუმის შემდეგ რადიოლოგიური კვლევების ორგანიზებას დავიწყებთ
შემდეგი სტატიაThe Wall Street Journal: ამერიკელმა დიპლომატებმა თეირანს გარიგება შესთავაზეს