ევროკავშირი თურქეთის მოქმედებებს აპროტესტებს

ევროკავშირი თურქეთის მოქმედებებს აპროტესტებს

555თურქეთის მთავრობის ქმედებები განათლების, სამართალდამცავ და მასმედიის სფეროებში დაუშვებლად მიიჩნიეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა იოჰანს ჰანმა. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters-ი.
“ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის მთავრობას, ყველა შემთხვევაში დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის, ყველა ეჭვმიტანილის უფლება” – აღნიშნულია პოლიტიკოსების ერთობლივ განცხადებაში. მოგერინი და ჰანი თურქეთის მთავრობის ქმედებებს შეუწყნარებელად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, 15 ივლისს თურქეთში მცდელობა ჰქონდა სამხედრო გადატრიალებას. შემთხვევას 232 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 60 ათასი პედაგოგი, პოლიციელი, მოსამართლე, სახელმწიფო მოსამსახურე განთავისუფლებულია სამსახურიდან ან დაკავებულია. დახურულია 20-ზე მეტი მედია საშუალება.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ტურავა : ამის შესახებ მეც ტელევიზიით გავიგე, ჩემზე ზეწოლა არ ხორციელდება
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : მიმართულება, რომელიც აღებული აქვს ჯანდაცვის სისტემას, არის სწორი მიმართულება