ევროკავშირი თავდაცვის ახალ სტრუქტურას აყალიბებს

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა პროგრამა “ევროპაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში სტრუქტურიზირებული თანამშრომლობის შესახებ” (Permanent Structured cooperation, PESCO). ამის თაობაზე განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.
ინფორმაცია განთავსებულია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ საიტზე.
“დღეს ოცნება რეალურად იქცევა. ჩვენ ვიწყებთ მუდმივ სტრუქტურიზირებულ თანამშრომლობას – ე.წ. PESCO-ს, რაც წარმოადგენს ჩვენი სურვილის პრაქტიკულ გამოხატულებას გავაძლიეროთ თავდაცვის სფერო”. – აღნიშნავს ტუსკი.
მისი თქმით, წლების მანძილზე იყო გარკვეული შიში იმისა, რომ “PESCO”-ს შექმნას შეეძლო ნატოს დასუსტება. ახლა კი ამ ახალ წამოწყებას უკვე 25 სახელმწიფო შეუერთდა.

banner
წინა სტატიაშიCPJ: მსოფლიოში ყველაზე მეტი დაპატიმრებული ჟურნალისტი თურქეთშია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: საქართველოს ხელისუფლება, როგორც ვატყობ, ძალიან საღად აფასებს შექმნილ ვითარებას