ევროკავშირი Tbilisi Pride-ის ფესტივალზე – გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი – ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ

ევროკავშირის წარმომადგენლობა მწუხარებას გამოხატავს Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმების გამო. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაისაჯონ ისინი, ვინც ძალადობას ახალისებენ და ახორციელებენ.

„ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“აზოვის” პოლკის მეთაური პროკოპენკო: ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას
შემდეგი სტატიაგაერო – ვგმობთ ძალადობასა და თავდასხმებს Tbilisi Pride-ზე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს