ევროკავშირი სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალების შექმნას განიხილავს

ევროკავშირის 14 ქვეყანა, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი, სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალების შექმნაზე იმსჯელებენ, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს საერთაშორისო კრიზისების დროს – ამის შესახებ სააგენტო reuters-ს ევროკავშირის მაღაჩინოსანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყნებს 5 ათას ჯარისკაციანი შენაერთის შექმნა სურთ, შესაძლებელია მათ გემებიც და თვითმფრინავებიც ყავდეთ. შენაერთის შექმნის მიზანია უცხო ქვეყნების მთავრობების დახმარება მაშინ, როცა მათ სასწრაფო დახმარება სჭირდებათ, მაგალითად, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიბია.

ევროკავშირის მინისტრები ამ იდეას ხუთშაბათს განიხილავენ შეხვედრაზე, რომლის თავმჯდომარე გაერთიანების დოპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი იქნება.
14 ქვეყანა, რომელიც ამ იდეას მხარს უჭერს არის: ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, საბერძნეთი.

თავდაპირველად მსგავს იდეაზე 1999 წელს დაიწყეს მსჯელობა, მაშინ შეიქმნა კიდეც 1500 კაციანი სამხედრო შენაერთი, მაგრამ ის არასდროს გამოუყენებიათ. მიმდინარე წელს ევროკავშირს შეიარაღების შესაქმნელად საერთო ბიუჯეტი აქვს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში სსრკ-სა და ნაცისტური გერამანიის შედარების აკრძალვა სურთ
შემდეგი სტატიადიდი შვიდეულის მინისტრები უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის შეკავებაზე შეთანხმდნენ