ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ ჰარცელს – სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში ადასტურებს აუცილებლობას, გქონდეთ მეტი დრო, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა – სტანო

ვროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, – ამის ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

როგორც სტანო აღნიშნავს,“რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის განხორციელება ქვეყნის შიგნით მოქმედი პოლიტიკოსების ამოცანაა”.

„სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ ადასტურებს აუცილებლობას, რომ გქონდეთ მეტი დრო, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა”, – აღნიშნა სტანომ.

banner
წინა სტატიაშიდაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს, მთავარია, ეს ყველაფერი ზრდილობის ფარგლებში იყოს – კალაძე