ევროკავშირი შიდა საზღვრებში კონტროლს გაამკაცრებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები შიდა საზღვრებზე კონტროლს გაამკაცრებენ. გუშინ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, სადაც გაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამომავლოდ, ყველა მოგზაურის მონაცემები ელექტრონულად შემოწმდება. გამონაკლისი შემთხვევები იქნება მაშინ, როცა შემოწმება სერიოზულად გაართულებს საზღვრის გადაკვეთას – “დოიჩე ველე” წერს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ზომები აუცილებელია ტერორისტული საფრთხეების არსებობის გამო.

banner
წინა სტატიაში“დოიჩე ველე”: ყველაზე გავლენიანი ქალები
შემდეგი სტატიაგერმანია თურქეთთან ურთიერთობაში დიალოგის ალტერნატივას ვერ ხედავს