ირაკლი კობახიძე, რომელიც აშხაბადში ფორუმს პუტინთან ერთად ესწრება, ევროკავშირს აკრიტიკებს. ამის შესახებ მან აშხაბადში, სამთავრობო მედიასთან კომენტარისას ისაუბრა.
“ოცნების” პრემიერის მტკიცებით, დასავლელი პარტნიორები საქართველოსთან მიმართებით აბსურდულ გადაწყვეტილებებს და ასეთივე განცხადებებს აკეთებენ, რაც, მისივე შეფასებით, არაფორმალური გავლენების შედეგია.
„დღეს, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროკავშირში, როდესაც ისინი, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს, ეს ყველაფერი არის არაფორმალური გავლენების შედეგი. აქაც, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იგივეს იმეორებენ კონკრეტული ადამიანები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამაზე უნდა დაფიქრდეთ ალბათ ყველა“, – განაცხადა კობახიძემ.


















