ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუზრდის

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარება იზრდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიების გაერთიანებული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„2017 წელი არის უპრეცედენტოდ აქტიური ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ველოდებით საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვას, რაც დადებითი მნიშვნელობის ღონისძიებაა. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ პრაქტიკულ თანამშრომლობას და განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება საქართველოში. ახლახან გამოვიდა ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში, სადაც საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა მოხსენიებულია, როგორც ყველაზე ღრმა პარტნიორობის მქონე ქვეყნად და ასევე დადებითადაა შეფასებული ყველა ის რეფორმა, რომელიც ხორციელდება როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე თავდაცვის სფეროს კუთხით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალი კიდევ 7 პირს წაუყენა