ევროკავშირი სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული ოქროს იმპორტის შეზღუდვასაც გაითვალისწინებს

ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი რუსული ოქროს ექსპორტზე სანქციებსაც გაითვალისწინებს, – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მაროს შეფჩოვიჩმა განაცხადა.

„ევროკავშირი შეისწავლის გზებს, რომლითაც შეგვიძლია სანქციების რეჟიმი დავაწესოთ ოქროზე, რომელიც მნიშვნელოვანი პროდუქტია რუსეთიდან ექსპორტისთვის“, – აღნიშნა შეფჩოვიჩმა.

„როგორც კი მივაღწევთ შეთანხმებას წევრი ქვეყნების დონეზე, გამოვაქვეყნებთ“, – დასძინა მან.

როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი მოჰყვა გასულ თვეში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთიდან ოქროს ექსპორტის აკრძალვის შესახებ.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, ტექნოლოგიებში ქალების გასაძლიერებად BTU-მ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასაქმების ფორუმი გამართეს
შემდეგი სტატიამედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და მათი საქმიანობის ხელშეშლას – ომბუდსმენი