21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“ევროკავშირი სამხრეთ კავკასიისთვის 200 მილიონ ევრომდე გრანტს გამოყოფს” — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის 200 მილიონ ევრომდე გრანტს გამოყოფს. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე მან ოფიციალურ ბაქოს სანდო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა:

„ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უძლიერეს საყრდენად რჩება. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირის საიმედო და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია. ჩვენ არ დაგვიწყებია, რომ აზერბაიჯანი ჩვენს გვერდით იდგა, როდესაც რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა და ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. სამხრეთის გაზის კორიდორმა ნამდვილად გააძლიერა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დიდი წარმატების ისტორიაა“.

banner
წინა სტატიაში“ამერიკელებსა და ქართველებს თავისუფლებისადმი საერთო სწრაფვა აკავშირებთ”- პერსელი
შემდეგი სტატიაესპანეთში ძლიერ სიცხეს 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა