“ევროკავშირი საარჩევნო სისტემაზე დიალოგში არის მხოლოდ მოდერატორი”

უახლოეს დღეებში ვნახავთ, თუ რა მონახაზი გააკეთა სხვადასხვა პარტიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირი საარჩევნო სისტემაზე დიალოგში მხოლოდ მოდერატორია.

„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული დისკუსია ამ საკითხზე. გავაგრძელებთ წინსვლას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ წინ წასვლაა საჭირო. გუშინ ევროპარლამენტარებისგან მოისმინეთ იმედი, რომ შეთანხმება შედგება. ევროკავშირი ამ დიალოგში არის მხოლოდ მოდერატორი და ჩვენ არ ვიცავთ რომელიმე მოდელს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფომ აღჭურვა მოსახლეობა საჭირო “ტეხნიკით”-ლევან მგალობლიშვილი
შემდეგი სტატიაის ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში-მამუკა მდინარაძე ერქვანიაზე